რეზონანსი
22.06.2024

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკი რეალურია და თავიდან უნდა იქნას აცილებული, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

გაერო-ს ხელმძღვანელის თქმით, რეგიონის და მსოფლიოს სახელმწიფოები თავს უფლებას ვერ მისცემენ, რომ ლიბანი კიდევ ერთი ღაზა გახდეს.

„მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. ბავშვები, ჟურნალისტები და სამედიცინო მუშაკები არასოდეს უნდა იყვნენ სამიზნე და იძულებით გადაადგილებულმა თემებმა უნდა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება. მსოფლიომ ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა თქვას, რომ დაუყოვნებელი დეესკალაცია არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელია. სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. ჩვენი მხრივ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის, უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციის შესაბამისად. გაერო-ს სამშვიდობოები, როგორც წესი, ადგილზე არიან და მუშაობენ დაძაბულობის დეესკალაციისთვის უკიდურესად რთულ გარემოში", - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×