რეზონანსი
04.06.2024

ძირითად კანონში და ასევე შრომის კოდექსში 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, როგორც ეს უკვე 10 წელია აღინიშნება და გამოცხადდება უქმე დღედ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, ამ კანონპროექტს განვიხილავთ პირველი მოსმენით და მივიღებთ. საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ ვისაც სურს იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე. მე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ როგორც საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესში, ჩვენ ვნახეთ რული მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან, ასევე 17 მაისს გამართული მასშტაბურმა აქცია ფაქტობრივად, იყო სახალხო რეფერენდუმი ამ კანონის მხარდაჭერისა. აქედან გამომდინარე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ შეასრულოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×