რეზონანსი
23.06.2024

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, რას ემსახურებოდა მისი მიმართვა ელჩებისადმი, რომლითაც იგი დიპლომატებს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ფოთის საკათედრო ტაძარი, სადაც წირვას ესწრებოდა, კომენტარის გარეშე დატოვა.

ცნობისთვის, გერმანიაში შეკრებილ საქართველოს ელჩებს პრეზიდენტმა თბილისიდან მიმართა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დიპლომატებმა, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და არჩევანი გააკეთონ, თუმცა კონკრეტულად რა ქმედებას სთავაზობს პრეზიდენტი დიპლომატებს, სალომე ზურაბიშვილი ვრცელ მიმართვაში არ წერია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×