რეზონანსი
11.05.2024

ერთადერთი უალტერნატივო ძალა არის „ქართული ოცნება". მეგობრებო, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სხვა ალტერნატივა ეს არის ნგრევა, ომი, ქაოსი და უბედურება, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობას" და მის სატელიტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან სამცხე-ჯავახეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„მთავარი მესიჯი არის ის, რომ ჩვენი პარტია მაგრად უნდა იყოს მოზადებული არჩევნების დღისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ. ერთადერთი მინდა აქვე კითხვა დავსვა და ჩვენს მოსახლეობას მივმართო, თუ ვინმეს, პოლიტიკურ ძალას დღეს შესწევს უნარი და ძალა, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველყოს განვითარება, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა „ქართული ოცნება". მეგობრებო, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სხვა ალტერნატივა ეს არის ნგრევა, ომი, ქაოსი და უბედურება, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობას" და მის სატელიტებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×