რეზონანსი
11.05.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ მიემართებიან, ისინი იქ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს! - კი ევროპას!"

აქციის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მარჯანიშვილის მოედანზე კანონპროექტის სხვა მოწინააღმდეგეებს შეუერთდებიან და ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.

ცნობისთვის, „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები დღეს მარშს 4 ლოკაციიდან გამართავენ და საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×