რეზონანსი
11.05.2024

ჩვენ, ქართველ ხალხს, არაფრის გვეშინია - 12 წელია ხელისუფლებაში ხართ და არაფერი გაგიკეთებიათ. ჩვენ ქართველები პატრიოტები მაინც გავზარდეთ, - ასე მიმართა ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ.

მისივე ინფორმაციით, სტუდენტებმა ორშაბათიდან აუდიტორიებში არ შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

„დღეს ჩვენი ხელისუფლებაა შეშინებული, თორემ თქვენ [აქციის მონაწილეებს] რა გიგავთ შეშინებულის?! ჩვენ, ქართველ ხალხს, არაფრის გვეშინია. ძალიან ბევრმა ეროვნულმა გმირმა შესწირა თავი ამ ქვეყანას. 19 წლის გოგონამ, მარო მაყაშვილმა. სწორედ მარო მაყაშვილია დღეს ევროპა, თქვენ ხართ ევროპა, ჩემო უშიშარო ხალხო! დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დაკავებული. ჩვენ მათთან ვართ. ცოტა ხნის წინ ჩემთან სტუდენტები მოვიდნენ და თქვეს, რომ ორშაბათიდან ისინი აუდიტორიაში აღარ შედიან. დიდი მადლობა, სტუდენტებო! დიდი მადლობა, ქართველებო, ახალგაზრდებო! დადგა მასწავლებლების გაკეთებული შედეგი, აი, მასწავლებლების გაკეთებული შედეგი! 12 წელია ხელისუფლებაში ხართ და არაფერი გაგიკეთებიათ. ჩვენ ქართველები პატრიოტები მაინც გავზარდეთ. წინ ევროპისკენ! ხვალ ისტორიული დღეა, ხვალ 22:00 საათზე საქართველოს უნდა გავუთენოთ, საქართველოს უნდა მოვუფრთხილდეთ. არა რუსულ კანონს! საქართველოს გაუმარჯოს!"- განაცხადა ლადო აფხაზავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×