რეზონანსი
22.05.2024

სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნითაც ისტორია მეორდება და ადამიანები, რომლებიც თავიანთი მიდგომებით, დამოკიდებულებებით ჰყიდიან ქვეყანას, რეპუტაციულად აზიანებენ, არასწორ ინფორმაციას, ანტიკამპანიას აწარმოებენ ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში" საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

„გულდასაწყვეტი განცხადებაა გერმანიის ელჩისგან, იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც საქართველოში რამდენიმე წელია არის და ძალიან კარგად იცის რამხელა პროგრესი განიცადა ქვეყანამ არა მხოლოდ წინა წლებში, არამედ მისი აქ მოღვაწეობის პერიოდში. რამდენად დიდია იმ რეფორმების ტალღა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ განახორციელა. სამწუხაროდ, ასეთი უსამართლო განცხადებებისა და ქმედებებისგან არც ადრე ვიყავით დაცული.

საქართველომ უსამართლოდ და კონკრეტული პოლიტიკური მიზნისთვის ვერ მიიღო თავის დროზე კანდიდატის სტატუსი. მაშინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას ეს ყველანაირი წინაპირობის და მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე გადაეცა. ლოგიკური იყო მას შემდეგ ყველა ქართველის განცდა და განწყობა, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ და უსამართლობაა, რომ არ მივიღეთ. იგივე განცდა გვაქვს ახლაც. ჩვენ მოლაპარაკებების გახსნაც გაცილებით ადრე დავიმსახურეთ.

ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი მიზანი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად არის ის გზა, რომლისკენაც მივდივართ, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ქვეყანამ არ დაკარგოს ღირსება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უღირსი ფორმებით. სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნითაც ისტორია მეორდება და ადამიანები, რომლებიც თავიანთი მიდგომებით, დამოკიდებულებებით ჰყიდიან ქვეყანას, რეპუტაციულად აზიანებენ, არასწორ ინფორმაციას, ანტიკამპანიას აწარმოებენ ქვეყნის წინააღმდეგ, ქართულ კანონს აცხადებენ რუსულად, მთელი ამ ბინძური პროცესების ავანგარდში არიან. ამ ადამიანებს ისევე, როგორც ისტორიულად, არ მიეცემათ საშუალება, რომ ქვეყანა რაღაც კუთხით შეაფერხონ წინსვლაში", - აღნიშნა წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×