რეზონანსი
11.05.2024

მე არ ვარ წინააღმდეგი "ენჯეოების" და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების, პირიქით, მე მინდა, რომ იყოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ეს ორგანიზაციები უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და რუსის ჯარი გვიდგას 40 კილომეტრში თბილისიდან, აი ამას უნდა ემსახურებოდეს "ენჯეოს" საქმიანობა და არა იმას, რომ "ენჯეო" იდგეს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის და პარლამენტის და ითხოვდეს მთავრობის გადადგომას.

"ასევე მინდა შეგახსენოთ ერთ-ერთი ცნობილი "ენჯეო" სექტორის ელიტის წარმომადგენელი ნინო ლომჯარია, ყოფილი ომბუდსმენი, სახალხო დამცველი, როცა იყო ძალიან საშიში, რთული მდგომარეობა, უკრაინაში ახალი დაწყებული იყო ომი და მაშინ მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ საქართველო დაიცავს მხოლოდ ქართულ ინტერესებს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესებს და მაშინ გამოვიდა ეს ქალბატონი და თქვა, რომ მირჩევნია ბომბები ცვიოდეს თბილისშიო. ამის მთქმელი ადამიანი, როგორ შეიძლება მე, მოქალაქემ, ჩემ პირად აზრს მოგახსენებთ, ჩავთვალო ჩვენი ქვეყნის ინტერესის გამტარებლად. ის ხომ, რა თქმა უნდა, იმ დროს, იმ მომენტში და დღესაც ატარებდა სხვა ქვეყნის, თუ სხვა ქვეყნების ინტერესებს. მისი გამონათქვამებიდან გამომდინარე შეიძლება ამ დასკვნის გაკეთება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×