რეზონანსი
11.05.2024

ჩამოდიან საქართველოს პარლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა-რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპელი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ქადაგიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დავით კეზერაშვილი ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს თბილისში ვიზიტისთვის 50 000 დოლარს გადაუხდის.

„რთულია ამაზე [გავრცელებულ ინფორმაციაზე] რაიმე მტკიცებით ფორმაში ვთქვა. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო არცერთ ევროპარლამენტარს, რაიმე შეთქმულების და კონსპირაციულ თეორიებში შევიდე. ერთი რამე უნდა ითქვას, როდესაც იყო კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან ამ ვიზიტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ უთხრა, რომ ეს ორი დღე არის დატვირთული დღე უფრო პროდუქტიული შეხვედრებისთვის შემდეგი დღეები შეიძლება არჩეულიყო. ჩამოდიან საქართველოს პარლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა-რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ. ინტერესი, რომ აქ მაინცდამაინც ამ დღეს [აქციის დღეს] ჩამოსულიყვნენ, იკვეთება, ბუნებრივია", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„რეპორტიორის" ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს თბილისში ვიზიტისთვის 50 000 დოლარს გადაუხდის. სააგენტოს ინფორმაციით, ის პოლიტიკოსები კი, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზეც გავლენ, დამატებით 50 ათას დოლარს მიიღებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×