რეზონანსი
22.05.2024

„ქართული ოცნების" წევრი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე სახალხო დამცველმა კომენტარი გააკეთა. როგორც ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან" განაცხადა, განსაკუთრებით მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მისამართით რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი, ან დამამცირებელი კომენტარი, რადგან მათ ამ სფეროში ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ.

„კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის დამუნათება, ე.წ. დაბულინგება განსხვავებული პოლიტიკური თუ ნებისმიერი მოსაზრების გამო. მითუმეტეს როდესაც საუბარია ქალებზე. ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში და ამ პირობებში კიდევ უფრო მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი კომენტარების გაჟღერება", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

თავდასხმა „ქართული ოცნების" ქალ დეპუტატზე - ბულინგის ობიექტი ამჯერად სალომე ქურასბედიანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×