რეზონანსი
29.06.2024

მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც ახალი ომი შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი იქნება, ხოლო ახალი ომი შეუძლებელი. გამარჯვება ეს იქნება", - განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა ადვილი არ არის, მაგრამ მას ალტერნატივა არ აქვს.

„არსებობს რაღაცები, რომლებიც ყველას გვაერთიანებს და განსხვავებებს შლის. ეს მშვიდად ცხოვრებისა და განვითარების სურვილია. უკრაინისთვის ეს მშვიდობასა და აღდგენას ნიშნავს, რაც, რა თქმა უნდა, განვითარების წინაპირობაა", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×