რეზონანსი
15.05.2024

ყველამ იცის, რაც შეეხება მის მოწონებას საზოგადოებაში და არ ვიცი, რამდენად ენდომება ოპოზიციასაც მასთან ერთად ყოფნა, - ამგვარად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „არჩევნებზე პროევროპული ფრონტის ლიდერობას" აპირებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზურაბიშვილი გასულია ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თანამდებობა მას საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია. ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, დადგენილია ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც ამაზე არის დასტური და ის ახლა კვლავ აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას. ამაზე კომენტარი ზედმეტია. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს არის ჩვეულებრივ ძირის გამოთხრა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის. რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ყველამ იცის რაც შეეხება მის მოწონებას საზოგადოებაში და არ ვიცი, რამდენად ენდომება ოპოზიციასაც მასთან ერთად ყოფნა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×