რეზონანსი
15.05.2024

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ.

საგრეო საქმეთა მინისტრები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ.

რუსთაველის გამზირზე ევროპელი პოლიტიკსოების გამოჩენას მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა.

"საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია და, როგორც ვხედავთ, ქართველი ხალხი ამას მხარს უჭერს, ასე რომ, ამაში ერთად ვართ. მარტონი არ არიან, ქართველი ხალხი მარტო არ არის," - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ "ინტერპრესნიუსთან".

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×