რეზონანსი
03.07.2024

ფეხბურთელი გიორგი გველესიანი აცხადებს, რომ გულშემატკივრების ემოცია, რომელიც გუშინ ღონისძიებაზე მიიღეს, არასდროს დაავიწყდება. ფეხბურთელს სჯერა რომ მუხტი რომელიც დღეს არსებობს, მომავალი თაობებისთვის სამაგალითო და სამოტივაციო გახდება.

„მართლა წარმოუდგენელი შეგრძნებები იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ არ ვართ განებივრებულები მსგავსი სიხარულით. რამდენი ხალხი არ გვინახავს თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე, თუმცა ეს ალბათ უპრეცედენტო იყო, თან ყველა გახარებულია, არავინ არაფერს აპროტესტებს და ყველა ბედნიერია. ეს არის მართლა დიდი ბედნიერება. შემდეგ უკვე მოლხენასაც ცოდნა უნდა და ჩვენც მოვილხინეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს სექტემბერში რამეს გვავნებს. პირიქით, ახლა ყველანი ვემზადებით ჩვენს კლუბებში შემდეგი სეზონისთვის. უკვე სექტემბრის თამაშებისთვის ყველანი ვიქნებით მწყობრში და მზად.

ჩვენ გვყავს უდიდესი პოტენციალის ფეხბურთელები. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ გუნდებში წავლენ, ეს ტენდენცია გაგრძელდება და გამოიწვევს იმას, რომ მომავალი თაობები კიდევ და კიდევ უფრო მეტად განვითარდებიან და უფრო კარგ გუნდებში წავლენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის", - აცხადებს გველესიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×