რეზონანსი
14.06.2024

მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას", შეწყვიტონ ორგანიზებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ქვეყნის მოღალატე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებას უწუნებენ.

მისივე თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა არის ქველმოქმედება და ქვეყნის სიყვარული და რა არის სამშობლოს ღალატი.

„ბიძინა ივანიშვილს უწუნებენ ქველმოქმედებას; იოანე ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნებას საქართველოში; უწუნებენ 40 ჰექტრის ქალაქისთვის ჩუქებას და კიდევ 41 მილიონი ლარის დახარჯვას იმისთვის, რომ ქალაქს ცენტრალური პარკი ჰქონდეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ყველაფერს უწუნებს ის ხალხი, რომლებმაც გაძარცვეს ქართული ჯარი; გაძარცვეს ევროპელი პენსიონერები; ქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ თბილისელებს 50 მილიონი ლარი მოჰპარა; მიხეილ სააკაშვილის პენსიონერმა დედამ კი სახელმწიფოს დისკრედიტაციისთვის მილიონი გადაიხადა", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანას უღალატა, ტერიტორიები დაკარგა და რუსეთს ენერგო ობიექტები გადასცა. ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" ოპოზიციაში ყოფნის დროსაც არაფერი გაუკეთებია ქალაქისთვის და არც ქვეყნისთვის.

„ჩვენ წინ წინასაარჩევნო კამპანია გველოდება და მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას", რომელთა ნაცვლად, ახლა ცარიელ სკამებს ვხედავთ საკრებულოს სხდომათა დარბაზში, შეწყვიტონ ორგანიზებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა „ქართული ოცნების" პარლამენტის, საკრებულოს და მხარდამჭერების წინააღმდეგ და დაასრულონ ის სამარცხვინო ისტერია, რაც სოციალურ ქსელებში ხდება. პატივი ეცით ჩვენს მოქალაქეებს და საარჩევნო კამპანია წარვმართოთ ისე, როგორც ამას ქართველი ხალხი იმსახურებს", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×