რეზონანსი
29.06.2024

როგორც კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშის შეფასებისა განაცხადა ჩვენ გვინდა მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, კეთილდღეობა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს.

„პოლიტიკა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას", მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და მაჩვენებლები, რაც გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის. ჩვენ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად მეტად გაძლიერდეს და კეთილდღეობა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის პერსპექტივასაც გაუსვა ხაზი.

„ამერიკა არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ეს ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. ჩვენ გვინდა მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. საქართველო მზად არის, ამისთვის ყველაფერი გააკეთოს", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×