რეზონანსი
14.06.2024

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, „შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და ენერგეტიკის სექტორში შექმნილი რთული ვითარება".

„ასევე განვიხილეთ მშვიდობის ფორმულა, წმინდა საყდრის როლი უკრაინაში სამართლიანობისა და მშვიდობის დამყარებაში, მშვიდობის გლობალური სამიტის მოლოდინები", - წერს ზელენსკი.

ამასთან, როგორც ზელენსკი წერს, მადლობა გადაუხადა პაპს მშვიდობის გლობალურ სამიტში ვატიკანის მონაწილეობისთვის და მშვიდობასთან დაახლოების პროცესში მათ ჩართულობას გაუსვა ხაზი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×