რეზონანსი
10.06.2024

ოჯა­ხი ახალ­გაზ­რდა კაცს, თორ­ნი­კე და­ლა­ქიშ­ვილს ეძებს. იგი ერთ თვე­ზე მე­ტია რაც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლია. დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ მისი და, თეკ­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ მიმართვას აქ­ვეყ­ნებს:

„25 აპრილს ნინოწმინდის ტერიტორიაზე ფარავნის ტბასთან ტყეში შევიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა თორნიკე. იქ რა უნდოდა? წალკაში მუშაობდა, ობიექტი ჰქონდა აღებული. ნაპოვნია ტყეში მისი ნივთები, გადაურეს ტყეს ძაღლებმა, მაშველებმა და იქ არ არის. ასევე შემოწმდა გარშემო წყალსაცავები მყვინთავების მიერ.

ძაღლმა კვალი აიღო და ჩავიდა მიმდებარე სოფელში ავტობუსების გაჩერებაზე. გაჩერებაზე არ არის კამერები. იქიდან შეიძლება წასულიყო ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, ამიტომ არ ვიცით კონკრეტულად სად ვეძებოთ.

რატომ არ ვწერთ მეტ დეტალებს? არც ჩვენ არ ვიცით და რა დავწეროთ. თქვენ თუ ხართ გაურკვევლობაში ჩვენი გაურკვევლობა წარმოიდგინეთ.

როდესაც გამოძიებისგან ვერაფერი ხელსაჩაჭიდი ვერ ვნახეთ შემდეგ დავდეთ და გაზიარდა ყველგან, ვპოსტეთ დღეების განმავლობაში და შედეგი 0. ვიარეთ წალკის გარემოცვაში, დავტოვეთ ფოტოები სასტუმროებში, ჰოსტელებში. ვწერეთ დღეების განმავლობაში ტელევიზიებს რომ ეს ამბავი გაეშუქებინათ. არავინ არაფერი არ იცის, არავინ არ შემოგვხმიანებია ხელჩასაჭიდი ინფორმაციებით.

ვერიდებით ზოგიერთ ტელევიზიაში გაშუქებასაც, მყავს 83 წლის ბებო გულის პრობლემებით, რომელმაც ეს ამბავი არ იცის და თუ გაიგო ადგილზევე მოკლავს.

დამალვის ვერსია აქვს პოლიციას რადგან აღმოჩნდა რომ სახლიდან აქვს გატანილი ლეპტოპი, კინდლი, ასევე ვერ ვიპოვეთ რამდენიმე მაისური.

ახლა ამ პოსტის დაწერაც ძალიან მიჭირს, ურთულეს სიტუაციაში ვართ მთელი ოჯახი. დედაჩემი ზის და ყველა კომენტარს კითხულობს, ამიტომ ძალიან გთხოვთ ისედაც გაუბედურებულ ქალს ნუ გააგიჟებთ და თავი შეიკავეთ ოჯახის მიმართ კითხვისნიშნებ მიმართული კომენტარებისგან.

აქციებზე დადიოდა დაკარგვამდე წინა კვირას, დაკარგვის კვირაში ვერა, მუშაობდა ამიტომ დარწმუნებით ვიცით რომ არაა აქციიდან აყვანილი.

არ თამაშობდა, არ ჰქონია ვალი, არ ყოლია მტერი, არ ჰქონია არავისთან არანაირი კონფლიქტი.

ბოლოს ველაპარეკე კვირას გაუჩინარებამდე და იყო ძალიან დეპრესიულ განწყობაზე. იმედგაცრუებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და იყო ძალიან დაღლილი.

საზღვარი არ გადაუკვეთავს ოფიციალურად, ეგ ვიცით. არაოფიციალურზე რა გითხრათ. საიდენტიფიკაციო დოკუმენტები დატოვებულია სახლში.

გარშემო ხალხი გვეუბნება (ვარაუდობენ მეგობრები სიტუაციიდან გამომდინარე, ვარაუდია ეს მხოლოდ!) განმარტოებულია და ყველაფერს ხედავს და ყველაფერს კითხულობსო. თოკა, თუ მასეა და ამას კითხულობ მიყვარხარ და მენატრები. მე შენს გვერდით ვარ.

Edit: ტელეფონზე – არ ვიცით თან აქვს თუ არა ტელეფონი, ჯეოსელისგან ამოღებული ინფორმაფიით ტელეფონისგან ბოლოს მიიღეს სიგნალი 24 აპრილს, დაკარგვის წინა დღეს.

Edit2: არის ვერსია რომ განმარტოებულია მონსატერში, აქტიურად დავდივართ და ვრეკავთ სხვადასხვა მონსატრებში მისი ამბავის მოსაკითხად. გთხოვთ, თუ მონასტერში მოგიწიათ გავლა ამ დღეების განმავლობაში გაამახვილეთ ყურადღება, იქნებ სადმე დაინახოთ", - წერს დაკარგულის და.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×