რეზონანსი
29.06.2024

რუსთავში, მე-17 მიკრო/რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება ყვება, ცეცხლი საცხოვრებელი ბინის საშრობში გაჩნდა, სადაც არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაარჩინა.

"ცეცხლი იყო და დავინახე, შველას ითხოვდა. ავედი და გადმოვიყვანე, მერე გამოვარდა ცეცხლი შოკში იყო ბავშვი. დაახლოებით 12-13 წლის იყო, სახეზე არც დამინახავს. გარედან ავედი "ტრუბებზე" და ისე გამოვიყვანე... მეც ისე ვარ, სულ მაკანკალებს ახლა", - უთხრა "ინფო რუსთავს" პირმა, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა.

ადგილზე მეხანძრე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×