რეზონანსი
03.07.2024

რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთ ქუჩაზე ეწყობა. რუსთავის მერიის ცნობით, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ გზაზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო.

პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მასშტაბური პროექტი ერთდროულად სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს

„აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ერთ-ერთ დიდ პროექტზე, რომელიც სამი ქუჩის რეაბილიტაციას მოიცავს. მე-7-ე მე-8-ე მიკრორაიონის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. ეს პროექტი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რადგან აღნიშნულ ქუჩაზე დღემდე არ გვქონდა საშუალება მუნიციპალური ტრანსპორტით მოვმსახურებოდით მოსახლეობას. პროექტის დასრულების შემდეგ კი სხვა სიკეთეებთან ერთად, როგორიცაა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო და ველობილიკები, გარე განათებისა და ახალი სარწყავი სისტემები, ჩვენ შევძლებთ, რომ ამ ქუჩაზე მუნიციპალურმა ავტობუსებმაც იმოძრაოს", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას სამ ვრცელ ლოკაციაზე ითვალისწინებს. პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს აფხაზეთის და ლომოურის ქუჩებზე. უახლოეს პერიოდში აფხაზეთის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენა, ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზაზე კი, ბეტონის საფარი დაიგება. მოწყობილია ახალი სანიაღვრე ქსელი, განახლებულია მაგისტრალური წყალსადენი და სხვა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტით გათვალისწინებულია ველობილიკების, ტროტუარების, გარე განათების, სარწყავი სისტემის და მწვანე სივრცეების მოწყობაც.

როგორც მერიის ინფორმაციასია აღნიშნული, პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 3 994 439 ლარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×