რეზონანსი
21.05.2024

MEGOBARI Act "ოცნებას" სანქციებს, საქართველო მოსახლეობას კი სიკეთეებს ჰპირდება - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ "პირველებთან" განაცხადა.

კუპრაძის თქმით, თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება გადამწყვეტი იმისათვის, რომ შტატებიდან საქართველომ ის სიკეთეები მიიღოს, როგორებიცაა ვიზალიბერალიზაცია, ფინანსური და სამხედრო დახმარება.

შტატებს და ევროკავშირს უნდა თანამშრომლობა იმ ხელისუფლებასთან, რომელიც არ იყენებს შანტაჟის გზებს და რომელიც არ არის რუსული რეჟიმის გაგრძელება. ეს აქტი "ქართულ ოცნებას" ჰპირდება სანქციებს, საქართველო მოსახლეობას ჰპირდება სიკეთეს, ვიზალიბერალიზაციას და კეთილდრეობას. თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება გადამწყვეტი ნაწილი და გადამწყვეტი ეტაპი იმისათვის, რომ ეს სიკეთეები - ვიზალიბერალიზაცია შტატებთან, მხარდაჭერა სამხედრო, ფინანსური, სხვადასხვა მიმართულებით, მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და საზოგადოებამ. თავისუფალი არჩევნების პირობებში აუცილებლად შეიცვლება "ოცნების" ხელისუფლება", - ამბობს კუპრაძე.

MEGOBARI Act - ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის კონგრესს რამდენიმე საათში წარედგინება.

რა არის "მეგობარი აქტი" - ეს არის ახალი კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან. ქართული ბიზნესი მიიღებს თავისუფალ ვაჭრობას შტატებთან, რაც ქართულ კომპანიებს უსაზღვრო შესაძლებლობს გაუხსნის და მესამე - ქვეყანა მიიღებს თავდაცვის უპრეცედენტო ინსტრუმენტებს, რომ  თავი სრულად უსაფრთხოდ  ვიგრძნოთ.

და რას ითხოვს სანაცვლოდ შტატები? - უარი თქვას ივანიშვილის რეჟიმმა არადემოკარტიულ ნაბიჯებზე, გაიწვიოს რუსული კანონი და რაც მთავარია, ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირავლე არჩევნები. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×