რეზონანსი
21.06.2024

„მინსკი 2"-ის შეთანხმებას გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი, ხელი მოაწერა უკრაინის მთავრობამ, ჰქონდა გარანტიები გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან, აშშ-ს ხელისუფლებაში კი ამ შეთანხმებას დასცინოდნენ, - ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

„სხვათა შორის, ამ შეთანხმების მონაწილეები იყვნენ რუსეთი, აშშ და ევროკავშირი. აშშ-მა კი რამდენიმე საათის შუალედში მხარი დაუჭირა სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში. ამ შეთანხმებით ომი უნდა დასრულებულიყო, თუმცა აშშ-ის მთავრობის შიგნით „მინსკი 2"-ის შეთანხმებას დასცინოდნენ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რუსეთი და აშშ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და შეთანხმდნენ პირობებზე.

„მაგალითად, ამერიკამ უარი უნდა თქვას სხვა ქვეყნებში მთავრობების დამხობაზე, რუსეთმა კი უნდა აღიაროს დადგენილი საზღვრები. 2015 წელს რუსებს არ უთქვამთ, რომ მათ დონბასის ტერიტორია უნდოდათ, მათ თქვეს, რომ მშვიდობა უნდა დამყარებულიყო მოლაპარაკებების მეშვეობით. მოლაპარაკებები აღმოსავლეთ უკრაინის ეთნიკურ რუსებსა და კიევის ახალ ხელისუფლებას შორის „მინსკი 2"-ის შეთანხმებამდე მივიდა. უკრაინელებმა თქვეს, რომ არ გვინდა, მივცეთ ავტონომია რეგიონს, მაგრამ ეს ხელშეკრულების ნაწილია, აშშ-მა მათ უთხრა, რომ ამაზე არ ენერვიულათ. ანგელა მერკელმა Die ZEIT-თან თავის ცნობილ ინტერვიუში, 2022 წლის ესკალაციის შემდეგ თქვა, რომ მათ იცოდნენ, „მინსკი 2" უკრაინისთვის მხოლოდ დროის მიცემის საშუალება იყო, რათა მისთვის ძალების განმტკიცების დრო მიეცათ. მე ძალიან კარგად ვიცნობ აშშ-ის მთავრობას და ერთი წუთითაც კი არ ვენდობი. მინდა, რომ ეს ორი მხარე რეალურად დაჯდეს მთელი მსოფლიოს წინაშე და დაასახელოს პირობები - ჩვენ აღარ ვაპირებთ მთავრობების დამხობას, უნდა თქვას შეერთებულმა შტატებმა; რუსეთმა უნდა თქვას, რომ ჩვენ არ გადავალთ ერთი ფუტითაც კი იმ საზღვრიდან, რომელიც დადგინდება" - განაცხადა ჯეფრი საქსმა.

მისივე თქმით, უკრაინა არ არის დემოკრატიული ქვეყანა, რომ დემოკრატიული არჩევნები ქვეყანაში გარკვეული პერიოდის წინ ჩატარდა, ახლა კი, საომარი მდგომარეობის პირობებში ახალი არჩევნები არ გამართულა.

„უკრაინა ომის დროს ვერ გახდება ნატო-ს წევრი, იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდა, მსოფლიო ბირთვულ ომს მიიღებს. ბაიდენის გეგმა თუ არის ნატო-ს გაფართოება, მაშინ მშვიდობა არ იქნება, მივიღებთ ღია ომს და ბოლოს ამ ომში დაიღუპება უკრაინა", - აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

საქსმა ისაუბრა ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ლინდსი ორურკის წიგნის, „რეჟიმის ფარული შეცვლა" - შესახებ. როგორც საქსი ამბობს, წიგნში აღნიშნულია, რომ 1947-1989 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, „სი აი ეის" ორგანიზებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 64 რეჟიმი შეცვალა.

„1954 წელს დავიბადე და არაფერი მინახავს ამერიკის ომებისა და „სი აი ეის" ოპერაციების გარდა. მას შემდეგ, რაც 40 წლის წინ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გავხდი, ბევრი ასეთი შემთხვევა პირადად ვნახე და ამ ყველაფერმა დამღალა", - ამბობს საქსი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×