რეზონანსი
29.04.2024

გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში, მომ­ღე­რალ­მა ნინო ქა­თა­მა­ძემ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას აპი­რებ­და. ამ თე­მა­ზე უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია კი­დევ ერთხელ წერს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნინო ქა­თა­მა­ძემ კა­რი­ე­რის ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში აი­წყო. ის მუდ­მი­ვად აწყობ­და სა­კონ­ცერ­ტო ტუ­რებს და იყო ასე­ვე ერთ-ერთი უკ­რა­ი­ნუ­ლი შოუს ჟი­უ­რის წევ­რი.

"ცოტა ხნის წინ, მიმ­დი­ნა­რე ომის მი­უ­ხე­და­ვად, მომ­ღე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნა­ში აპი­რებ­და სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას, მაგ­რამ გა­და­ი­ფიქ­რა" - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია. მათ­თან სა­უ­ბარ­ში ქა­თა­მა­ძე ამ­ბობს, რომ ახლა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა.

"ექ­ვსი თვე ვი­ცხოვ­რე კი­ევ­ში, რო­დე­საც ძა­ლი­ან კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, შვილს ვე­ლო­დი. მაგ­რამ ახლა არ შე­მიძ­ლია. ახლა ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა სა­ჭი­რო იქ, სა­დაც ჩემი ქვე­ყა­ნაა და იქი­დან უნდა ვა­კე­თო კარ­გი საქ­მე­ე­ბი ჩემი უკ­რა­ი­ნის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ნი­ნომ უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან.

ნინო ქა­თა­მა­ძე ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ით. მომ­ღე­რა­ლი ომის­გან და­ზა­რა­ლე­ბულ უკ­რა­ი­ნე­ლებს ეხ­მა­რე­ბა, აწყობს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებს.

რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ, ნი­ნოს მიერ და­გეგ­მი­ლი სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე შე­წყდა.

„ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ამ­ბა­ვი ის არის, რომ ახლა იმ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ყი­დუ­ლი იყო, ის დარ­ბა­ზე­ბი აღარ არ­სე­ბობს", - ამ­ბობს ქა­თა­მა­ძე.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×