რეზონანსი
15.05.2024

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამჯერად პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შეხვდნენ. 

შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგმა. მისი თქმით, რუსულ კანონზე უარის თქმით, ხელისუფლება ევროპულ გზაზე დარჩენას შეძლებს. 

"პოლიტიკური პოლარიზაცია უბრალოდ ალტერნატიული შეხედულებების აკრძალვით არ უნდა მოგვარდეს. ასეთი მეთოდები ვერასდროს იქნება ევროკავშირის წევრობასთან თავსებადი და ეს შეხვედრაზე ნათლად გავიმეორე. ხელისუფლებას შეუძლია დარჩეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ამას ქართველ ხალხს დაჰპირდა, თუ "უცხოელი აგენტების" კანონზე უარს იტყვის", - წერს ლანდსბერგისი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×