რეზონანსი
21.05.2024

გუშინ,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,სტუდენტთა ნაწილმა,რომლებიც სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ გამართეს აქცია.

მე ვესაუბრე აქციის ორგანიზატორებს, სადაც გააჟღერეს ორი მოთხოვნა.

პირველი მოთხოვნა შეეხებოდა, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერის გაწვევას,ხოლო მეორე მოთხოვნა ბატონ ირაკლი კობახიძისთვის,ლექტორის სტატუსის შეჩერებას.

ჩემთვის როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისთვის,მიუღებელია უნივერსიტეტში ხმაური და სალექციო პროცესისთვის ხელის შეშლა,რაც შეძლებისდაგვარად ავუხსენი ორგანიზატორებს.

გაუგებარია ჩემთვის, თუ რატომ უნდა გამოიწვიოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელმოწერა, რადგან უნივერსიტეტში სტუდენტთა უმრავლესობა,ისევე როგორც აკადემიური პერსონალის აბსოლიტური უმრავლესობა,არ ემხრობა ბოიკოტის რეჟიმს სწავლების მიმართ.

რაც შეეხება ბატონ ირაკლი კობახიძისთვის ლექტორის სტატუსის შეჩერებას. ერთადერთი არგუმენტი რაც მათ ჰქონდათ (თუ შეიძლება ამას არგუმენტი ეწოდოს) არის ის რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრია.

ვფიქრობ, მას აქვს შესაბამისი განათლების აკადემიური ხარისხი,რაც უნდა ჰქონდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს.

იგი მისი აზრისა და თანამდებობის გამო არ უნდა იდევნებოდეს.

ბოლოს მინდა გამოვეხმაურო "მთავარი არხის" სიუჟეტს სადაც გაავრცელეს დეზინფორმაცია

"ახალგაზრდებმა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა შენობის შიგნითაც სცადეს თუმცა უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს"

დაცვის სამსახურმა ისევე როგორც სტუდენტებმა მათ სთხოვეს,რომ

პროტესტი,ხმაურის გარეშე გამოეხატათ.

თითქოსდა მათ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა არ მიეცათ არის სიცრუე და ფაქტის დამახინჯება "მთავარი არხის" მხრიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×