რეზონანსი
21.05.2024

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სურს იყოს თავისუფალი, არაოკუპირებული ქვეყანა, მაგრამ ერთადერთი, ვინც არჩევნების ჩატარებას შეუძლებელს ხდის, არის რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელიც თავს დაესხა უკრაინას.

„ყველასთვის ნათელია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არის უკრაინის კანონიერი და ლეგიტიმური პრეზიდენტი", - ხაზგასმით აღნიშნა ბერბოკმა.

„არა მარტო უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნების კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ საომარი მდგომარეობის დროს არ შეიძლება არჩევნების ჩატარება. ეს, მაგალითად, გერმანიის ძირითად კანონშიც არის ჩაწერილი", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×