რეზონანსი
21.05.2024

ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციაზე შეთანხმდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა თანხმობა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე. მოსალოდნელია, რომ წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 2.5-3 მილიარდი ევრო იქნება. მოსალოდნელი შემოსავლის 90% მოხმარდება სამხედრო მიზნებს უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად“, - აცხადებენ ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენლობაში.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელი შემოსავლიდან 10% უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×