რეზონანსი
21.05.2024

ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება და მასშტაბური სამხედრო დახმარების პაკეტი - უპრეცედენტო შემოთავაზება სტრატეგიული პარტნიორისგან. Megobari აქტის მიხედვით, რომელიც კონგრესში ამ დღეებში დარეგისტრირდება, შეერთებული შტატები მზად არის, დემოკრატიული განვითარების კურსზე დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს გაუხსნას პარტნიორობისა და მეგობრობის სრულიად ახალი შესაძლებლობები. 

შედეგად კი ამ პაკეტით საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ შტატებთან ვიზალიბერალიზაციას, კერძო სექტორს გაეხსენება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ხოლო ქვეყანა მიიღებს უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს. 

პირობა არის ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება, რუსული კანონის უკან გატანა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ანტიდასავლური პოლიტიკის შეცვლა. 

აშშ-ის უპრეცედენტო შემოთავაზებაზე "ოცნება" უარს ამბობს. მათი სახელით განცხადება რუსული დაჯგუფება "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა - "ეს არის კარგი, თუკი იქნება წარმოდგენილი, პარტნიორული წინადადება, ოღონდ არა სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე და არა გამჭვირვალობის შეზღუდვის ხარჯზე" - ამბობს მაჭარაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×