რეზონანსი
04.06.2024

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ძალიან პოპულარული იყო პოლონელი ავტორების განყოფილება გამომცემლობა „ინტელექტის" სტენდზე . აღნიშნულ კუთხეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესტუმრა.

გარდა ამისა, გაიმართა ადამ ზამოისკის წიგნის, "ვარშავა 1920. ევროპის წარუმატებელი დაპყრობა. ლენინის დამარცხება" - ქეთი ქანთარიას თარგმანი - პრეზენტაცია, რომელიც Ziari Press-მა გამოსცა.

შეხვედრას გამომცემლობა Ziari Press-ის რედაქტორი ნატალია ალხაზისშვილი უძღვებოდა, რომელმაც დისკუსიაში შესავლის გაკეთება პოლონური ინსტიტუტის დირექტორს, მაგდალენა ვოიდაშევიჩს სთხოვა. ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორმა დიმიტრი სილაქაძემ კი პოლონეთ-რუსეთის 1920 წლის ომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მსმენელთა დიდ ჯგუფს შორის პოლონურ-ქართული ისტორიული კომისიის თავმჯდომარე, პროფ. ბახტაძეც იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×