რეზონანსი
14.06.2024

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ უკრაინის ოთხი ოლქი, ხოლო კიევმა უნდა განაცხადოს, რომ ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, „უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან".

„და ეს არ არის უკრაინის წინადადება. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეს წინადადება არ არის კეთილსინდისიერი და, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ რუსეთს სურს მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა ჯარმა სრულად უნდა დატოვოს „რუსეთის ახალი რეგიონების ტერიტორიები". ასეთ ტერიტორიებს შორის კრემლის ლიდერმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაასახელა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×