„ნაციონალურ მოძრაობას“ არა მარტო ფინანსური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი აქვს პირველ რიგში და ამიტომაც აკეთებს რეორგანიზაციას და შეკვეცას, როგორც ჩანს თავისი თანამშრომლების, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რეალობად ზუსტად ის არის წარმოსახული საზოგადოებაში, რომ კოლექტიური „ნაც. მოძრაობა“ აუცილებლად განიცდის მარცხს უკვე არჩევნებამდე.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არა მარტო ფინანსური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი აქვს პირველ რიგში და ამიტომაც აკეთებს რეორგანიზაციას და შეკვეცას, როგორც ჩანს თავისი თანამშრომლების.
რეალობად ზუსტად ის არის წარმოსახული საზოგადოებაში, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ კოლექტიური „ნაც. მოძრაობა“ აუცილებლად განიცდის მარცხს უკვე არჩევნებამდე და ამისი მაგალითები იქნება არა ის, რაც თქვენ თქვით მხოლოდ, იგივე ოფისებთან დაკავშირებული დახურვები და შეკვეცები, არამედ, ისიც, რომ პოლიტიკურად იქნება ეს რეჟიმი გასამართლებული“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში რაიონულ ორგანიზაციებს კეტავს.