რეზონანსი
01.07.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის კარგი ფეხბურთისთვის და აღნიშნავს, რომ მათ ყველას აჩვენეს ის, რომ საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია.

მისივე თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის სამგზის ჩემპიონს ვეთამაშებოდით, ვის უკანაც გამორჩეული საფეხბურთო სკოლები, უძლიერესი კლუბები, სპორტული ინდუსტრია და სპორტში ჩართული ყველა თაობა დგას - „ჩვენი გზაც ეს არის, სწორედ ამიტომ მიაღწია საქართველოს ნაკრებმა შედეგს და გავიდა ევროპაზე, მოლოდინებს გადააჭარბა"!

„მადლობა გამორჩეულად კარგი ფეხბურთისთვის! ევროპულ მოედანზე თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო თანასწორია და საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია!

პირველი გოლი საქართველოსი იყო. პირველი ტაიმი ფრედ დავასრულეთ. ულამაზესი მომენტები შექმნეს ჩვენმა ფეხბურთელებმა შეტევაში. უძლიერესი დარტყმები მოიგერია ჩვენმა, უკვე ლეგენდარულმა მეკარემ. თამაშებზე საოცარი მუხტი აჩვენეს გულშემატკივრებმა!

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის სამგზის ჩემპიონს ვეთამაშებოდით, ვის უკანაც გამორჩეული საფეხბურთო სკოლები, უძლიერესი კლუბები, სპორტული ინდუსტრია და სპორტში ჩართული ყველა თაობა დგას - ჩვენი გზაც ეს არის, სწორედ ამიტომ მიაღწია საქართველოს ნაკრებმა შედეგს და გავიდა ევროპაზე, მოლოდინებს გადააჭარბა!

ჩვენ მალე დავბრუნდებით! დავბრუნდებით უფრო ძლიერად!"-წერს არჩილ თალაკვაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×