რეზონანსი
12.06.2024

ივ­ნი­სი სიმ­შვი­დი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის დროა ფი­ნან­სე­ბის­თვის, თუმ­ცა, მა­საც აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ან ნახ­ტო­მი მო­გე­ბა­ზე და ფუ­ლა­დი ბრუნ­ვა. 11 ივ­ნი­სი­დან რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არაა ახალ სფე­რო­ებ­ში გა­დას­ვლა, ახა­ლი სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბა, რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა ან ახა­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ბიზ­ნეს­ში. სა­სურ­ვე­ლია მუ­შა­ო­ბა ნაც­ნობ გა­რე­მო­ში და ძვე­ლი წე­სე­ბით. არ უნდა ელო­დოთ სწრაფ ანა­ზღა­უ­რე­ბას და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან და და­ბან­დე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი­დან. უმ­ჯო­ბე­სია და­ხარ­ჯოთ ფული ხა­რის­ხი­ან ნივ­თებ­ზე.

კურო

ივ­ნის­ში შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ენერ­გია და ნერ­ვე­ბი და­ხარ­ჯოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თის მო­პო­ვე­ბა­ზე, სა­ნაც­ვლოდ მი­ი­ღოთ არა მხო­ლოდ მო­გე­ბა, არა­მედ დაღ­ლი­ლო­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაწ­ვა. სა­სურ­ვე­ლია ენერ­გი­ის და­ზოგ­ვა ზედ­მე­ტი მუ­შა­ო­ბი­სა და სტრე­სის თა­ვი­დან აცი­ლე­ბით. ივ­ნის­ში კარ­გი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს არა მხო­ლოდ ფი­ზი­კურ ძა­ლას, არა­მედ "ოქ­როს ხე­ლე­ბის" გა­მო­ყე­ნე­ბას. წარ­მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბათ პა­რიკ­მა­ხერს, მკე­რავს, დი­ზა­ი­ნერს, მა­ნი­კი­უ­რი­სა და მა­სა­ჟის­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტებს.

ტყუ­პი

ივ­ნი­სის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ხელ­საყ­რე­ლი დროა საქ­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის­თვის. წი­ნაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რე­ბის, მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და გა­რი­გე­ბე­ბის სე­რია. ვაჭ­რო­ბა და ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სი აღ­ზევ­დე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ გა­ყი­დოთ და შე­ი­ძი­ნოთ რა­ი­მე უკე­თეს ფა­სად, გა­ა­კე­თოთ სა­სი­ა­მოვ­ნო შეს­ყიდ­ვე­ბი ფას­დაკ­ლე­ბით და გა­ა­ფარ­თო­ოთ თქვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის ბაზა. შე­გიძ­ლი­ათ მო­ლა­პა­რა­კე­ბა და თან­ხმო­ბის მი­ღე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის­გა­ნაც კი, ვინც არ არის მიჩ­ვე­უ­ლი დათ­მო­ბებ­ზე წას­ვლას. კა­ნო­ნიც თქვენს მხა­რეს იქ­ნე­ბა. ივ­ნი­სი კარ­გი თვეა შე­ღა­ვა­თე­ბი­სა და კომ­პენ­სა­ცი­ის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ფუ­ლა­დი პრე­ტენ­ზი­ე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნის­თვის.

კირჩხი­ბი

პლა­ნე­ტა­რუ­ლი ას­პექ­ტე­ბის გამო ივ­ნი­სი ორ ნა­წი­ლად იყო­ფა. ერთი ხელ­საყ­რე­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის, მე­ო­რე: თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის და პი­რა­დი ამ­ბი­ცი­ე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თვის. 17 ივ­ნი­სი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნეს­წი­ნა­და­დე­ბა, და­წი­ნა­უ­რე­ბა, ჯილ­დო, წა­ხა­ლი­სე­ბა და სა­ჩუქ­რე­ბი. გე­ლო­დე­ბათ არა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი, არა­მედ პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თქვე­ნი იმი­ჯი და გა­რეგ­ნო­ბა გახ­დე­ბა მაგ­ნი­ტი ბიზ­ნეს­ში და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სწო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­სა­ზი­დად. აქ­ტუ­ა­ლუ­რია მო­დი­სა და სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ა­ზე, ლა­მაზ ტან­საც­მელ­ზე, კოს­მე­ტო­ლო­გე­ბის, მა­სა­ჟის­ტთა და სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ფუ­ლის და­ხარ­ჯვა.

ლომი

ივ­ნის­ში თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი სფე­რო მჭიდ­რო­დაა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი სახ­ლი­სა და ოჯა­ხის სფე­როს­თან. ამან და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა უნდა მო­ახ­დი­ნოს ოჯა­ხის ბი­უ­ჯეტ­ზე და სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნეს­ზე. გაჩ­ნდე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რათა უზ­რუნ­ველ­ყოთ თქვე­ნი ოჯა­ხი, იზ­რუ­ნოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე. ავე­ჯის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რე­მონ­ტი და სხვა ხარ­ჯე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად მო­ა­წყოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა. ასე­ვე არ და­ზო­გოთ ფული გარ­თო­ბა­ზე, იმოგ­ზა­უ­რეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. ივ­ნი­სის ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი სფე­რო­ე­ბია: მშე­ნებ­ლო­ბა და რე­მონ­ტი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სას­ტუმ­რო­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ბიზ­ნე­სი, ოჯა­ხი და სა­ო­ჯა­ხო მომ­სა­ხუ­რე­ბა, ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა და მომ­ზა­დე­ბა, სა­ო­ჯა­ხო და პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­ყიდ­ლე­ბი.

ქალ­წუ­ლი

ივ­ნი­სი თქვენ­თვის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თვეა, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა მი­ი­ღოთ, ახა­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი შე­ი­მუ­შა­ოთ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ, გო­ნებ­რი­ვი შრო­მა კი მეტ მო­გე­ბას მო­გი­ტანთ. 11-15 ივ­ნი­სის პე­რი­ო­დი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლია პრო­ექ­ტე­ბის, ძი­რი­თა­დი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის, შეს­ყიდ­ვე­ბი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მო­სა­ვა­ლი ბიზ­ნე­სი­დან და სერ­ვი­სის სექ­ტორ­ში მუ­შა­ო­ბით გა­იზ­რდე­ბა. ხელ­საყ­რე­ლია მი­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლებ­საც ან­დობთ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან­სა და ღი­რე­ბულს, რო­გო­რი­ცაა ჯან­მრთე­ლო­ბა, ქო­ნე­ბა ან სა­კუ­თა­რი ფული. კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო, იუ­რი­დი­უ­ლი, სა­და­ზღვე­ვო და სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბით.

სას­წო­რი

ფი­ნან­სე­ბი შე­ი­ძენს სიმ­შვი­დი­სა და ჰარ­მო­ნი­ის ენერ­გი­ას. შე­საძ­ლოა სრუ­ლი სიმ­შვი­დე იყოს საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­ში. ეს კარ­გი მი­ზე­ზია დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად, და­სას­ვე­ნებ­ლად, სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­სას­ვლე­ლად. გა­მო­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა მხატ­ვრე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, რომ­ლებ­საც უყ­ვართ სი­ლა­მა­ზის შექ­მნა. მათი მუ­შა­ო­ბა იქ­ნე­ბა პრო­დუქ­ტი­უ­ლი, მო­თხოვ­ნა­დი და ჰპირ­დე­ბა მა­ღალ სა­ფა­სურს და გუ­ლუხვ გულ­შე­მატ­კივ­რებს. მომ­გე­ბი­ა­ნია ფუ­ლის და­ხარ­ჯვა დი­ზა­ინ­ზე, ბა­ღის გა­შე­ნე­ბა­ზე, ინ­ტე­რი­ე­რის რე­მონტზე, ავე­ჯზე, სახ­ლის დე­კო­რა­ცი­ებ­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­ზე, სუ­ვე­ნი­რებ­სა და სა­ჩუქ­რებ­ზე.

მო­რი­ე­ლი

ფული შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი წყა­რო­ე­ბი­დან: მო­გე­ბა კონ­კურ­სე­ბი­დან და ლა­ტა­რი­ი­დან, გაც­ვლი­თი კურ­სის გან­სხვა­ვე­ბე­ბი­დან და სა­ფონ­დო ბირ­ჟებ­ზე ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი­დან. და­საშ­ვე­ბია გა­ბე­დუ­ლი წა­მო­წყე­ბე­ბი, რის­კე­ბი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შა­ოს მი­ღე­ბა, მომ­გე­ბი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბა, პრო­ექ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, სპონ­სო­რე­ბის და მფარ­ვე­ლე­ბის პოვ­ნა. 17-19 ივ­ნი­სი ფუ­ლის დღე­ე­ბია, ხელ­საყ­რე­ლია ან­გა­რი­შე­ბის გახ­სნა, დე­პო­ზი­ტე­ბის შე­ტა­ნა, კონ­ტრაქ­ტე­ბის და­დე­ბა და შო­პინ­გით სი­ა­მოვ­ნე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

ივ­ნის­ში სიმ­დიდ­რი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის ენერ­გია მო­დის, მაგ­რამ იმის­თვის, რომ რე­ა­ლუ­რად ისი­ა­მოვ­ნოთ, მო­გი­წევთ გლო­ბა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ გსურთ კა­რი­ე­რის, სტა­ტუ­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. გა­გი­მარ­თლებთ თუ გსურთ ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შე­ჯიბ­რებ­ში, კონ­კურ­სებ­სა და ქას­თინ­გებ­ში. სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ე­ბელ­მა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ ყვე­ლა შან­სი სა­სურ­ვე­ლი ვა­კან­სი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად! საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მელ­საც დიდ დროს და ძა­ლის­ხმე­ვას უთ­მობთ, დიდ ფუ­ლად მო­გე­ბას გპირ­დე­ბათ. არა­სა­სურ­ვე­ლია ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა ბიზ­ნეს­ში, რო­მე­ლიც არ მოგ­წონთ.

თხის რქა

ივ­ნი­სი თქვენ­თვის წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი თვეა. იმი­სათ­ვის, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ წარ­მა­ტე­ბა, გირ­ჩევთ ძა­ლის­ხმე­ვას იქ, სა­დაც თავს უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გრძნობთ და შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი გაქვთ. ამ­ბი­ცი­ას უნდა ახ­ლდეს გა­მოც­დი­ლე­ბა, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მე­თო­დი ან კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფე­სია. შე­გიძ­ლი­ათ კა­რი­ე­რა­სა და ბიზ­ნეს­ში თა­ვით გა­დაშ­ვე­ბა, უკე­თე­სი სა­მუ­შა­ოს პოვ­ნა, შე­იძ­ლე­ბა გახ­დეთ მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ან ღი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი. ამას­თან უნდა ისარ­გებ­ლოთ თქვე­ნი კლა­სი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბით: წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა, მუდ­მი­ვო­ბა და სა­ი­მე­დო­ო­ბა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გაც­ნო­ბა და ალი­ან­სე­ბი მსგავ­სი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან.

მერ­წყუ­ლი

ივ­ნის­ში თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­თან, ფარ­თო კავ­ში­რებ­თან და შორ მან­ძილ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან. კარ­გია, თუ მოგ­ზა­უ­რო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ბიზ­ნე­სის წარ­მარ­თვა, ბიზ­ნეს პარტნი­ო­რებ­თან შეხ­ვედ­რა, მუ­შა­ო­ბა, კონ­ფე­რენ­ცია ან კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბაა. ყვე­ლა­ზე მაც­დუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი შო­რი­დან მოვა. მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი და მივ­ლი­ნე­ბე­ბი იქ­ნე­ბა პრო­დუქ­ტი­უ­ლი და და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა ფი­ნან­სებ­ზე. სხვა ქა­ლაქ­ში ან ქვე­ყა­ნა­ში გა­დას­ვლი­სას გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ ადაპ­ტა­ცია და სა­მუ­შა­ოს უფრო სწრა­ფად იპო­ვით. შე­გიძ­ლი­ათ და­ხარ­ჯოთ ფული წიგ­ნებ­ზე, გა­ნათ­ლე­ბა­ზე, სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე, სა­სარ­გებ­ლო სე­მი­ნა­რებ­სა და ტრე­ნინ­გებ­ზე; აგ­რეთ­ვე, მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე პლა­ნე­ტის უც­ნობ და ეგ­ზო­ტი­კურ კუ­თხე­ებ­ში.

თევ­ზე­ბი

თქვენ­თვის ივ­ნი­სი სიმ­სუ­ბუ­ქი­სა და დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დია, არ არის შე­სა­ფე­რი­სი შრო­მი­სა და ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის. მა­გა­ლი­თად, ივ­ნის­ში აღე­ბუ­ლი სეს­ხი შე­იძ­ლე­ბა წლის ბო­ლომ­დე მძი­მე ტვირ­თად გექ­ცეთ. სა­სურ­ვე­ლია ფუ­ლის შოვ­ნა მო­დუ­ნე­ბულ ატ­მოს­ფე­რო­ში და დე­მოკ­რა­ტი­ულ გუნდში, შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბი­დან. ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, შეხ­ვედ­რე­ბი და დე­ბა­ტე­ბი. ფული შე­მო­ვა შემ­დე­გი სფე­რო­ე­ბი­დან: და­სას­ვე­ნე­ბე­ლი და გა­სარ­თო­ბი ინ­დუსტრია, შო­უ­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბის, სუ­ვე­ნი­რე­ბი­სა და დე­კო­რა­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვა. არ­ტის­ტი და მუ­სი­კო­სი თევ­ზე­ბი უფრო მო­თხოვ­ნა­დი გახ­დე­ბი­ან. სა­უ­კე­თე­სო და­ნა­ხარ­ჯე­ბი იქ­ნე­ბა კულ­ტუ­რულ და გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ჰო­ბი­ზე, მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, იო­გა­სა და მე­დი­ტა­ცი­ის კურ­სე­ბი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×