![](rubrics/rubs41/artc207059/a1718705261.jpg)
ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ რუსული კანონის მიღება ქვეყნის ევროინტეგრაციას დროში დააჩქარეს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის განცხადება წამოეწია.
"პირველების" მიერ გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ, პიტერ სტანო აცხადებს, რომ რუსული კანონის ძალაში შესვლა, მოლაპარაკებების გახსნის შანსებს კი არ ზრდის, არამედ EU-დან უკან დახევაა.
„ევროკავშირი ძალიან მკაფიო იყო, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ამოქმედება იწვევს ევროკომისიის მიერ დასახული - ევროკავშირის ლიდერების მიერ კანდიდატის სტატუსისთვის დამტკიცებული ცხრა რეკომენდაციიდან სულ მცირე 3-ის უკან დახევას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ეს არის ფაქტი და არა მოსაზრება.
კანონის მიღება და შესაძლო კონკრეტული პასუხი ევროკავშირის მხრიდან იქნება შემდგომი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში. რეგულარული ყოველთვიური საგარეო საქმეთა მინისტრების [საბჭოზე] შემდეგ ორშაბათს, ლუქსემბურგში", - აცხადებს სტანო.
ქვეყნის პრემიერი გუშინ ირწმუნებოდა, რომ რუსული კანონის მიღებამ მოლაპარაკებების გახსნის შანსები 0-დან 30 პროცენტამდე ასწია.