რეზონანსი
21.06.2024

ოპოზიციამ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ერთმანეთთან გააიგივა, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ოჯახური სიწმინდის დაცვა, გამჭვირვალობა და უსაფრთხოება რუსული მეთოდი ყოფილა. „ან ეროვნული დროშა უნდა დაიჭირო ან ლგბტ. მესამე დროშა არ არსებობს. ოპოზიციას კი ჯერჯერობით არჩევანი ლგბტ დროშის სასარგებლოდ აქვს გაკეთებული,"- აღნიშნა მან.

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით ველოდები საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ კანონი რუსულია და ემიჯნებიან. გამოვიდნენ, დააფიქსირონ თავიანთი აზრი. თქვან, რომ ემხრობიან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, გეი პარადების ჩატარებას, მათ შორის ბავშვებში და ასე შემდეგ. პრინციპში ოპოზიციის წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ თქვა, რასაც ფიქრობენ ოპოზიციაში. თურმე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი „რუსული კანონი ორია". მათი აზრით ოჯახური სიწმინდის დაცვა, გამჭვირვალობა და უსაფრთხოება, რუსული მეთოდი ყოფილა.

ამ ხალხს არც კანონის წაკითხვა სურს და არც მისი განმარტება აინტერესებს. ველოდები, გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას - ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი რუსულია, ოჯახური სიწმინდის დაცვა კი რუსული მეთოდი. თქვან და ნახავენ ამომრჩეველთა მხრიდან რასაც მიიღებენ.

ოპოზიციამ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ერთმანეთთან გააიგივა. ან ეროვნული დროშა უნდა დაიჭირო ან ლგბტ. მესამე დროშა არ არსებობს. ოპოზიციას კი ჯერჯერობით არჩევანი ლგბტ დროშის სასარგებლოდ აქვს გაკეთებული," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×