რეზონანსი
06.07.2024

არასოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ შეშინებია საერთაშორისო მისიების, დამკვირვებლების შემოსვლის ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ არცერთი არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2012 წლიდან დღემდე, ეს იყო ეროვნული თუ ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა „ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისგან არაერთხელ გაჟღერდა, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს.

„გახსოვთ, რომ გაიგზავნა კიდეც ამასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილები, შეტყობინებები და ჩვენ ვიღებთ მუდმივ რეჟიმში იმ ინფორმაციას, თუ ვის აქვს სურვილი. მათ შორის, ძალიან დიდი სადამკვირვებლო მისია, მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი იგეგმება რომ განხორციელდება ევროსაბჭოდან და ჩამოვა ძალიან ბევრი დამკვირვებელი საქართველოში. ტრადიციულად, ჩვენ ვიცით, რომ ეუთოს ჰყავს დიდი სადამკვირვებლო მისია. შესაბამისად, არასოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ შეშინებია საერთაშორისო მისიების, დამკვირვებლების შემოსვლის ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ არცერთი არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2012 წლიდან დღემდე, ეს იყო ეროვნული თუ ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

მინდა აქ გავიხსენო ერთი მომენტი, როდესაც სპეკულაციები იყო საქართველოში არჩევნებთან და ზოგადად, სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და შარლ მიშელის ე.წ. დოკუმენტში იყო ჩაწერილი, რომ 43 პროცენტს თუ ვერ მიიღებდა მმართველი პარტია, დაინიშნებოდა ხელახალი ვადამდელი არჩევნები და მთელი რიგი პროცესები სხვანაირად უნდა განვითარებულიყო, ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ და ცალსახად მაშინ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არათუ 43 პროცენტი, 48 პროცენტი უჭერს მხარს იმ მიმართულებას, რაც უკავშირდება ქვეყნის შეუქცევად ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზანს ჩვენი ევროპული, დასავლური განვითარების მიმართულებით", - აღნიშნა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×