რეზონანსი
21.06.2024

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა აბულაძის განცხადებით, რეგისტრაცია სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება.

მისივე თქმით, რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება და 14 ივლისს 00:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივლისს 00:00 საათამდე გაგრძელდება. (ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები).

მესამე ეტაპი კი საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც 22 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაციის გავლას ყველა ის ბავშვი შეძლებს, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 16 სექტემბრის მდგომარეობით, ორი წელი შეუსრულდება.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვის ცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×