რეზონანსი
24.11.2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ კონსტანტინე ქათამაძე დაინიშნა - ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, ახლად დანიშნული მოადგილე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა და მისი პროფესიული გამოცდილება გააცნო.

„მერაბ გამყრელიძემ, კონსტანტინე ქათამაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფის, პროფესიული სტანდარტების დაცვისა და დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ შესრულების მნიშვნელობაზე.

კონსტანტინე ქათამაძეს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე დავით არდაზიშვილი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

დავით არდაზიშვილმა თანამდებობაზე გიორგი გელაშვილი შეცვალა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×