|

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურა ცეცხლაძის განცხადებით, ისინი ორი წელია იბრძვიან, რომ ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი, ვინც ჯგუფურებზე ზის. ამით ის ეხმიანება აქციებზე დაკავებული იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო დატოვეს. ცეცხლაძე ამბობს, რომ შეწყალების თხოვნის დაწერით ჯგუფის ყველა წევრს მდგომარეობა დაუმძიმდა.
„დაწერა და გამოვიდა, ტყუის რომ არ დაუწერია და იმავდროულად ჩვენს შვილებს გადაწვდა, დაწერეთ და გამოდითო. ეს რა უბედურებაა. ჯგუფურზე იხდის სასჯელს, ჯგუფის წევრია ზვიადი და სხვები და ამ დროს ამბობ, რომ მძიმე დანაშაული ჩაიდინე და ინანიებ. ჩვენ ორი წელია ვიბრძვით, რომ ჯგუფურებზე ვინც ზის ყველას რომ ბოლომდე მიეყვანა სასჯელი. ამან რა ქნა, 11 დღე ჰქონდა დარჩენილი. დაუმძიმა მდგომარეობა ჯგუფის ყველა წევრს. თავი შეიკავე შეურაცხმყოფელი სიტყვებისგან და ზრდილობას მოუხმე“ - წერს ზურა ცეცხლაძე.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|