რეზონანსი
24.11.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო.

"გვქონდა საინტერესო და შინაარსიანი საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

ასევე, განვიხილეთ ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები და "შუა დერეფნის" განვითარების ახალი შესაძლებლობები.

ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს. მნიშვნელოვანია, ეს ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა კიდევ უფრო განვავითაროთ", - აღნიშნავს მაკა ბოჭორიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×