რეზონანსი
25.10.2026

რა გახდა ფოთში ქმრის მიერ 47 წლის ქალის მკვლელობის მოტივი - "ტვ. პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია. ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ცნობილია დანაშაულში ბრალდებული 50 წლამდე კაცის ვინაობაც - ის ზაზა კარბაიაა. 

ადგილობრივებს ზუსტ მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მეზობლები ოჯახს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მკვლელობის დღეს ხმაური არ გაუგიათ. 

ძალიან კარგი, მშრომელი ხალხია. აზრზე არ ვარ, რა დაემართათ. ხმაც არ გაგვიგია... ქორწილი უნდა ჰქონოდათ ახლა, გოგო გაუთხოვდათ, - ამბობს მეზობელი. 

ფოთში შუახნის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვა. ბრალდებული სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×