რეზონანსი
24.10.2026

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს. გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა.

ფეხბურთელის სპორტული კარიერა 80-იანი წლებიდან დაიწყო. გიორგი ნემსაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯამში 69 მატჩი აქვს ჩატარებული. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. 2017 წლიდან კი ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×