რეზონანსი
25.10.2026

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროპის ქვეყნებში არეულობის პროვოცირებაში რუსეთის დადანაშაულების მცდელობა გადაჭარბებულია.

„პირველი რეაქცია, როცა ეს ვნახე, გაკვირვება იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმის მტკიცება, რომ ჩვენ ევროპის დიდ ქალაქებში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ვიწვევთ, უკვე აშკარა გადაჭარბებაა, რაც, ჩემი აზრით, რიგითი ევროპელებისთვისაც ცხადია“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს ბრალდებები ევროპელი პოლიტიკოსების სისუსტეზე და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღების უუნარობაზე მიუთითებს.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ევროპის ქვეყნების ზოგიერთი ხელმძღვანელი სუსტია და არ შეუძლია, პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც ხდება“, - განაცხადა პუტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×