რეზონანსი
26.11.2026

 ეს არის გამომჟღავნება კულუარული ბოროტებისა, რაც მათ შორის ჩვენი პატარა ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ USAID-ის ფაილებზე საუბრისას.

მისივე თქმით, დადასტურდა რომ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ბირთვი ქართული ორგანიზაციები იყვნენ.

„ამ სისტემის მთავარი შემადგენელი ბირთვი იყო ქართული ორგანიზაციები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ის გააფთრებული მცდელობა, რომ აქ სისხლისღვრა მომხადარიყო, მარტო ეს ეპიზოდი ახასიათებს იმ ადამიანებს თუ ვისთან გვაქვს საქმე. სამწუხარო ფაქტია ბევრი ასპექტით", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×