რეზონანსი
24.09.2026

გორის მუმიციპალიტეტში, ტყვიავი-ქიწნისის გზაზე მომხდარ ავარიისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ის კლინიკაში იყო გადაყვანილი.

დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ასევე კლინიკაშია გადაყვანილი. ქალს მკურნალობა უტარდება.

ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი, წინასწარი ინფორმაციით, გზის განაპირას იყო გაჩერებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. 

qartli.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×