რეზონანსი
20.06.2024

მე­ო­რე დღეა, რაც თბი­ლის­ში ილი­ა­უ­ნი­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძეს ეძე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მის­მა მე­უღ­ლემ ირმა მა­ლა­ცი­ძემ გა­ავ­რცე­ლა.

სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც ჩა­ერ­თნენ. ბოლო ინფორმაციით, პროფესორი დიდი დიღმიდან ვაკის მიმართულებით ტრანსპორტით გადაადგილდებოდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა.

როგორც დაკარგული პროფესორის ცოლი ამბობს, მისი მეუღლე შვილზე ძალიან ნერვიულობდა, რომელსაც აუტისტური სპექტრი აქვს, თუმცა ამ მიზეზით სუიციდის მცდელობას გამორიცხავს.

"პოლიციამ დამიბარა, ვაკე-საბურთალოს განყოფილებამ, გასაუბრება უნდათ, რა დამხვდება არ ვიცი, გზაში ვარ, გუშინ უნივერსიტეტში წავიდა 12-ის ნახევარზე... სუიციდს გამოვრიცხავ, გაწონასწორებული, მშვიდი და წესიერი ადამიანია... 3 შვილი გვყავს, არაჩვეულებრივი ქმარია, 26 წლის მანძილზე არ მახსოვს დაეგვიანოს და მე არ მცოდნოდა სად იყო... ან უბედური შემთხვევაა ან ჯანმრთელობის პრობლემა, სხვა ვარიანტს გამოვრიცხავ" - ამბობს ირმა მალაციძე ჟურნალისტთან საუბრის დროს.

წყარო: palitravideo.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×