რეზონანსი
17.05.2024

"ოხანაშვილმა საშინელი, ინკვიზიციური სხდომა ჩაატარა. ისტორიას დარჩება შავი მაგალითი, თუ როგორ გადაიქცა კომიტეტი რუსეთის დუმის ფილიალად"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ეკა ბესელია "პოლიტიკური ამბების" ეთერში აცხადებს.

ბესელია განმარტავს, რომ ივანიშვილის გუნდმა რუსულ კანონში ცვლილებები ჩუმად, ყოველგვარი განხილვისა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დისკუსიების გარეშე შეიტანა.

"ეს არის კონსტიტუციისა და პროცედურის დარღვევა. ისე დაამატეს, რომ არ გაუვლია განხილვა, კომიტეტი, არ მომხდარა დისკუსია და სამი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თან ეს არ არის მხოლოდ მუხლობრივი განხილვა, ეს მათ შორის, პრინციპულ საკითხსაც ეხება. ფიზიკურ პირს შეეხება თუ არა, ეს პრინციპული საკითხია. ეს არის უხეში დარღვევა კანონის მიღების წესის. ვენეციის კომისიას გაუგზავნეს სხვა ვერსია. ევროპის საბჭოს ოფისი, რომელიც უგზავნის ვენეციის კომისიას ამ დოკუმენტს, უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან უნდა გაიგზავნო ის ვერსია, რომელიც ახლა ასე ვერაგულად მიიღეს და ამაზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს", - ამბობს ბესელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×