რეზონანსი
20.05.2024

სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ეს არის პოლიტიკური მოტივაციით გამოგზავნილი ვეტო, რომ საპროტესტო აქციას, მოქალაქეების ემოციებზე ზეგავლენას როგორმე შეუწყოს ხელი. ვიმეორებ. ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერი არგუმენტის, დასაბუთებული შენიშვნის განხილვისთვის. იყო საერთაშორისო პარტნიორებისგან მოწოდებებიც, რომ პრეზიდენტმა ვეტოში ასახოს ეს შენიშვნები, მაგრამ, როგორც ხედავთ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ დაელოდა ამ შენიშვნებს, არ დაელოდა არგუმენტაციას, რომელზეც ისიც ამბობდა, რომ ჰქონდა შენიშვნები. ნაჩქარევად წარმოადგინა ვეტო, რომელშიც მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია არის მოცემული. შესაბამისად, ამით მან დახურა ის სივრცეც, რომლითაც მისივე არგუმენტების, ოპოზიციის არგუმენტების ან საერთაშორისო არგუმენტების განხილვა სურდათ", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო 19 მაისს დაადო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×