რეზონანსი
25.10.2026

მკვლელობა მოხდა ფოთში. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×