რეზონანსი
24.10.2026

ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლების წინადადებები მცდარი და სახიფათოა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

,,ევროპისთვის რუსული გაზის მიყიდვის განახლების წინადადებები, როგორც ამის შესახებ The Economist იუწყება, მცდარი და სახიფათოა.

რუსული ენერგეტიკული შანტაჟის ათწლეულების მერე, ევროპამ სულ ახლახან დაიწყო ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა.

მოსკოვისთვის ენერგეტიკა იარაღია და არა ბიზნესი. ეს გაკვეთილი მძიმე გზით იქნა ნასწავლი.

2019 წელს, პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე გადაწყვეტილება, შეჩერებულიყო “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობა, ერთ-ერთი უდიდესი ინვესტიცია იყო ევროპის უსაფრთხოებაში.

საპირისპიროდ, აშშ-ის გადაწყვეტილება, რომ დაეშვათ მშენებლობის გაგრძელება 2021 წელს, ერთ-ერთი უმძიმესი შეცდომა იყო.

რუსული მილსადენებისთვის უკრაინის გვერდის ავლის უფლების მიცემამ პუტინს კარი გაუღო სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისკენ.

წარსულის შეცდომები არც უნდა დავივიწყოთ და არ გავიმეოროთ. ამ სტრატეგიულმა ჩავარდნებმა არც უფრო დიდი კეთილდღეობა მოიტანა და არც უსაფრთხოება - მხოლოდ ომი, არეულობა და კრიზისი.

ეს ომი არ დამთავრდება დათმობებით, ბიზნეს გარიგებებითა და პირფერობით. ის შეიძლება დასრულდეს მხოლოდ ძალით და პუტინის რეჟიმისთვის იმ რესურსების ჩამორთმევით, რომლებიც მას ომის გასაგრძელებლად სჭირდება,” - წერს სიბიგა.

ცნობისთვის, The New York Times-ის გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპი სიძე, ჯარედ კუშნერი წინადადებით გამოდიან, რომ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, განახლდეს რუსული გაზის ევროპაში მიწოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×